loader

ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას? - სამი ვებგვერდის გამოკითხვის შედეგები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას? - სამი ვებგვერდის გამოკითხვის შედეგები

ვებგვერდებზე - AMBEBI.GE, ipn.ge და kvirispalitra.ge, ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, საპრეზიდენტო კანდიდატების - სალომე ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერთა რაოდენობა თანაბარია. შეკითხვაზე: ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაში მონაწილეთა 28-28%-მა აირჩია. 6%-მა ხმა მისცა დავით ბაქრაძეს, 12%-მა - დავით უსუფაშვილს, 6%-მა - ზურაბ ჯაფარიძეს, ხოლო 20%-მა აირჩია კატეგორია „სხვა“. გამოკითხვაში მონაწილეობა სულ 24 638-მა მკითხველმა მიიღო. გამოკითხვა ipn.ge-ზე, ambebi.ge-სა და kvirispalitra.ge-ზე 2 ოქტომბერს დაიწყო.