loader

ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო - 55 თამაში, რომლებმაც დროს გაუძლო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო - 55 თამაში, რომლებმაც დროს გაუძლო

"ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო", - შეუძლებელია, 90-იანების ან ადრეული 2 000-იანების ბავშვი იყო და ეს სხარტი ფრაზა არ გახსოვდეს, რომლის შემდეგაც ათობით ბავშვი ხან შენობების უკან იმალებოდა, ხან ერთმანეთს ბურთს უმიზნებდა, ხან კი „ასკინკილით“ ცდილობდა დახაზულ უჯრებში სწორად ჩამხტარიყო.

ვინ მოთვლის, რამდენი სასაცილო, უცნაური და მხიარული თამაში გვქონდა ბავშვობაში, სანამ ციფრულმა ეპოქამ სრულიად არ შეცვალა ჩვენი ცხოვრება და სხვა ინტერესები გაუჩინა თანამედროვე პატარებს.

დღეს ამგვარი თამაშები ისეთი პოპულარობით აღარ სარგებლობს, როგორც 2000-იანი წლების დასაწყისში ან მანამდე სარგებლობდა, თუმცა უფროსები ცდილობენ,
ბავშვები თანატოლებთან ეზოში თამაშისთვის წაახალისონ და თავიანთი ბავშვობის თამაშებს უზიარებენ, მაგრამ გახსოვთ კი ყველა თამაში, რომლებითაც უბნის გოგო-ბიჭებთან ერთად საათობით ერთობოდით და სახლში სადილისთვის ძალდატანებით თუ აგიყვანდნენ?

ბავშვობის თამაშების მიმართ არამარტო ჩვენ ვართ ნოსტალგიით განწყობილები. ცოტა ხნის წინ აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და საფრანგეთში დაიბეჭდა ეზოს სახალისო თამაშების კრებულები, რომელიც მალევე აიტაცეს.
მსგავსი კრებული გამომცემლობა „პალიტრა L”-მა საქართველოშიც დაბეჭდა და სწორედ ჩვენი ბავშვობის ფრაზით - „ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო“ დაასათაურა. კრებული 55 თამაშისგან შედგება და აერთიანებს ყველაფერს, რისი თამაშიც ბავშვობაში გაგვხსენებია. თითოეული თამაშის წესები თითო ბარათზეა დატანილი და მას უფრო სახალისოს ხდის.