loader

"ჰერმესის დახლიდარების" ონლაინწარდგენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჰერმესის დახლიდარების" ონლაინწარდგენა

ქარდა ქარდუხის რომანი „ჰერმესის დახლიდარები“, კონკურს „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020-ის“ ფარგლებში, ჟიურისა და ხალხის ერთობლივი არჩევანი გახდა. წიგნს წარადგენენ გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური და ლიტერატორი პაატა ჩხეიძე.

ეს რომანი განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც სამიჯნურო-სათავგადასავლო ჟანრი იტაცებს. „ჰერმესის დახლიდარები“ პირველივე ფურცლებიდან გადაგიყვანთ შეყვარებული კაცის სამყაროში, რომელიც თავისი სატრფოს მოსაძებნად ხმელთაშუა ზღვის ნახევარკუნძულ გულნშაროში ჩადის. როგორც ავტორი აღნიშნავს, ეს ნახევარკუნძული თითქოს საქართველოს ალტერეგოა.

„ჰერმესის დახლიდარები“ პოსტმოდერნული რომანია. უფრო უკეთ რომ ვთქვათ, პოსტმოდერნის მიწურულის ტექსტი და მისგან გაქცევის მცდელობაც კი. უამრავი ინტერტექსტი და ალუზია იოლად გვიტყუებს სამყაროში, სადაც ნაცნობი გმირები უცნობ ამბებს გვიმხელენ. გირჩევთ, ჩაუსაფრდეთ მის რომანს და გამოსვლისთანავე მოინადიროთ", - აღნიშნავს ავტორის მენტორი გიორგი კეკელიძე.

„ჰერმესის დახლიდარების“ ყდაზე გამოყენებულია სპეციალურად ამ წიგნისთვის გადაღებული ფოტო, რომლის ავტორიც გოგა ჩანადირია.