loader

„მე ავიცერი დღეს, მე დაგიცავი შენ... ერთად დავამარცხოთ კოვიდ 19, გავხსნათ სამყარო“ – „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექიმებმა მედპერსონალის მხარდამჭერი კამპანია დაიწყეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„მე ავიცერი დღეს, მე დაგიცავი შენ... ერთად დავამარცხოთ კოვიდ 19, გავხსნათ სამყარო“ – „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექიმებმა მედპერსონალის მხარდამჭერი კამპანია დაიწყეს

სოციალურ ქსელში „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექიმების ვიდეოები ვრცელდება, რომლებითაც ერთმანეთის მხარდაჭერას გამოხატავენ. ვიდეოებმა სოციალური კამპანიის სახე მიიღო და ერთმანეთს ვაქცინაციის პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდებენ. ქვეყნის მასშტაბით, ქსელის სხვადასხვა კლინიკის მედპერსონალი უკვე აიცრა და სხვებსაც იმავეს მოუწოდებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ კოვიდ 19-თან ბრძოლაში სწორედ მედპერსონალია ფრონტის წინა ხაზზე და მათი იმუნიზაცია უმნიშვნელოვანესია.
„ჯეო ჰოსპიტალსის“ რეგიონალური ჰოსპიტალური ქსელი “ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში აქტიურად არის ჩართული. აცრების პროცესი „ჯეო ჰოსპიტალსის“ ბორჯომის, ბაღდათის, ჭიათურის, ვანის, ხონის, სამტრედიის, ზესტაფონის, გურჯაანის, საგარეჯოს, გარდაბნის, მარნეულისა და დუშეთის კლინიკებში მიმდინარეობს.