loader

ვინი ჯონსი ბანკ "კონსტანტას" პროდუქტის, inbox-ის სახე გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინი ჯონსი ბანკ "კონსტანტას" პროდუქტის, inbox-ის სახე გახდა

"დიდი კუში", "ევრო ტური", "კარტი, ფული და ორი ლულა" - ეს ის ფილმებია, რომლებითაც ვინი ჯონსმა ქართველ მაყურებელს თავი დაამახსოვრა. ყველასგან განსხვავებული და აგრესიული ვინი ბანკ "კონსტანტას" პროდუქტის - inbox-ის სახე გახდა. ჯონსი ხუთი დღის განმავლობაში თბილისში იმყოფებოდა, საბოლოო პრესკონფერენციაზე კი განვლილი დღეები და რეკლამის გადაღებები შეაჯამა.

ბანკ "კონსტანტას" დაგროვებითი ბარათის, inbox-ის სარეკლამო კამპანიის დასაწყისი პროვოკაციული და ხმაურიანი იყო. ბანკის წარმომადგენლები არანაკლებ ხმაურიან და გასართობ რეკლამას ვინი ჯონსის მონაწილეობით ორი კვირის განმავლობაში გვპირდებიან.

"დავიბადე ფეხბურთელად და გავხდი მსახიობი", - "პალიტრა მედიასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ვინი ჯონსმა კარიერაზე, შემოქმედებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ვინი ჯონსმა გუშინ საქართველო დატოვა, თუმცა სულ ცოტა ხანში მონაწილეობას ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმ "ჯინსების თაობაში" მიიღებს, სადაც გია ტაბიძის პერსონას განასახიერებს.