loader

ბრიტანელი პიარ-ექსპერტის მასტერკლასი ქართველ პიარ-სპეციალისტებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრიტანელი პიარ-ექსპერტის მასტერკლასი ქართველ პიარ-სპეციალისტებს

კომპანია Marketing House-ის ორგანიზებით, თბილისს დიდი ბრიტანეთის წამყვანი პიარ-ექსპერტი, ევროპის პარლამენტის საკომუნიკაციო მრჩეველის კონსულტანტი და ტრენერი სტიუარტ ბრიუსი ეწვია. მან ქართული აუდიტორიისათვის მასტერკლასი ჩაატარა. ცნობილმა ექსპერტმა ტრენინგზე ონლაინ-მედიის შესაძლებლობებსა და მათი ეფექტურად გამოყენების გზებზე ისაუბრა.

Marketing House-ის ცნობით, სტიუარტ ბრიუსი არის მსოფლიოში პირველი პროფესიონალი, რომელმაც 1997 წლიდან დაიწყო პიარის ონლაინ-მიმართულების დანერგვა და განხორციელება. გარდა ამისა, გამოცემა PR Week PowerBook-ის მიხედვით, იგი შედის დიდი ბრიტანეთის ყველაზე გავლენიანი პიარ-პერსონების 1%-ში, ხოლო მისი თანაავტორობით შექმნილი ბესთსელერი - The Social Media Handbook for PR Professionals - დიდი ხანია, პიარ-სპეციალისტების სამაგიდო წიგნად იქცა.

მასტერკლასში მონაწილეობა წამყვანი ქართული კომპანიებისა და საჯარო სტრუქტურების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა და თანამშრომლებმა მიიღეს.

Marketing House-ის ორგანიზებით, სტიუარტ ბრიუსის მასტერკლასების სერია საქართველოდან დაიწყო და სხვა ქვეყნებში გაგრძელდება.