loader

დავით მიქელაძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი მომავალ მეცნიერთა დასახმარებლად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დავით მიქელაძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი მომავალ მეცნიერთა დასახმარებლად

დავით მიქელაძის სახელობის ფეხბურთის ჩემპიონატი საერთაშორისო აუდიტორიული კომპანია KPMG-ის ორგანიზებით მოეწყო. ტურნირი ყოველ წელს იმართება და საქველმოქმედოა. ჩემპიონატში გუნდები სხვადასხვა კომპანიის სახელით გამოდიან. თითოეულ გუნდს გარკვეული თანხა შეაქვს ტურნირის სახელზე და შემდეგ, გამარჯვებულის სახელით, ეს ფული დავით მიქელაძის სახელობის მომავალ მეცნიერთა ფონდს გადაეცემა.

დავით მიქელაძის სახელობის მომავალ მეცნიერთა ფონდი სამი წელია ფუნქციონირებს. მისი საშუალებით, სწავლა 12 მეცნიერსა და ფიზიკოსს დაუფინანსდა.

ჩემპიონატი თვენახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფინალში ერთმანეთს British American Tobacco და სამშენებლო კომპანია "გრემიკი" დაუპირისპირდნენ. დამატებითი ტაიმების დანიშვნის შემდეგ საბოლოოდ British American Tobacco-მ გაიმარჯვა. ორგანიზაციის სახელით ფონდს 7 ათასი ლარი გადაეცა.

ტურნირის გარდა, დავით მიქელაძის სახელობის ფონდში შესაწირი სხვა კომპანიებსა და ბიზნესმენებსაც შეაქვთ.