loader

ახალი ჯიშის ხორბლის რეკორდული მოსავალი - "კარტლისის" ტექნოლოგია ამართლებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი ჯიშის ხორბლის რეკორდული მოსავალი - "კარტლისის" ტექნოლოგია ამართლებს

მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში ხორბლის ახალი ჯიშის მოსავლის აღება მიმდინარეობს. 55 ჰექტარზე მოყვანილი ხორბლის ეს სახეობა ახალია და მას იტალიური კომპანია "პიონერი" აწარმოებს. ხორბლის ჯიშის სწორი შერჩევა, ნიადაგის შესაბამისად დამუშავება, სასუქების გამოყენება - ეს ყანები კომპანია "კარტლისის" ტექნოლოგიითაა მოვლილი.

აგრარულ სექტორში წამყვანი კომპანია "კარტლისი" წელს რეკორდული რაოდენობის მოსავალს იღებს. წინა წელს ხორბალი 7 რაიონში 150 ჰექტარზე გამოიცადა და ყველგან საუკეთესო შედეგი მიიღო.

ფერმერები "პიონერის" ხორბალს უკვე თესავენ და ახალი ჯიშის უპირატესობებზე საუბრობენ.
ახალი ხორბალის მოსავლის აღებას რამდენიმე დღე დასჭირდება და ადგილობრივ ბაზარზე უახლოეს მომავალში გამოჩნდება.