loader

მარჯანიშვილზე განსხვავებული McDonald's-ი გაიხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარჯანიშვილზე განსხვავებული McDonald's-ი გაიხსნა

სწრაფი კვების ცნობილმა ქსელმა McDonald's-მა თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზე განსხვავებული ფილიალი გახსნა. განახლებული დიზაინი, ინტერიერი და ექსტერიერი - ეს არა მარტო სწრაფი კვების ობიექტია, არამედ ადგილი, სადაც მომხმარებელი თავს კომფორტულად იგრძნობს. განახლებულ McDonald's-ში ჟურნალისტებთან შეხვედრა კომპანიის პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა გამართეს. როგორც კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რემოდელინგის პროცესმა წარმატებით ჩაიარა და თბილისს კიდევ ერთი განსხვავებული ტიპის Mcdonald’s-ის რესტორანი დაემატა.

განახლებულ შენობაში McDonald's-ის წარმომადგენლებმა გლდანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს უმასპინძლეს. მომსახურე პერსონალთან ერთად, პატარებს კომპანიის პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი მოემსახურნენ.

მსოფლიოს მასშტაბით 33 000-ზე მეტი ფილიალი და ყოველდღიურად 68 მილიონი მომხმარებელი - McDonald's-ი ქართველ მომხმარებელს სამომავლოდ ახალი ფილიალების გახსნას და უამრავ სიახლეს პირდება.