loader

"გახდი ფერმერი" - კომპანია "კარტლისის" და საპატრიარქოს პროექტი ახალგაზრდა ფერმერებისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გახდი ფერმერი" - კომპანია "კარტლისის" და საპატრიარქოს პროექტი ახალგაზრდა ფერმერებისთვის

აგრარულ სექტორში წამყვანი კომპანია "კარტლისი" 20-მდე ახალგაზრდა ფერმერს სოფლის მეურნეობის სპეციალისტად აღზრდაში დაეხმარება. კომპანია "კარტლისსა" და საქართველოს საპატრიარქოს აგრობიზნესის ინოვაციურ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

ახალგაზრდა ფერმერებს პრაქტიკულ სამუშაოებს კომპანია "კარტლისის" გამოცდილი სპეციალისტები შეასწავლიან. მომავალი სეზონისთვის კი ისინი მზად იქნებიან იმ მიწების დამოუკიდებლად დამუშავებისთვის, რომლებსაც პროექტის ფარგლებში საპატრიარქო გამოყოფს. პროექტი ორწლიან თანამშრომლობას ითვალისწინებს და მის მხარდასაჭერად კომპანია "კარტლისმა" 30 000 ლარი გამოყო.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდში მოეწერა. ღონისძიებას ახალგაზრდა ფერმერებიც ესწრებოდნენ.