loader

ქალი მრბოლელები კონკურს "ოქროს საჭე 2013"-ის მხარდასაჭერად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქალი მრბოლელები კონკურს "ოქროს საჭე 2013"-ის მხარდასაჭერად

საავტომობილო ოსკარად წოდებული კონკურსი "ოქროს საჭე 2013" გრძელდება. კონკურსი წლის საუკეთესო ავტომობილების გამოვლენას გულისხმობს და მას ჟურნალი "აუტო ბილდ საქართველო" კომპანია "ვისოლის" მხარდაჭერით ახორციელებს.

"ოქროს საჭე 2013"-ს საქართველოს ქალთა ავტოსპორტის ფედერაცია შეუერთდა. ამასთან დაკავშირებით, ქალთა ავტოსპორტის ფედერაციამ ბელიაშვილის ქუჩაზე შეჯიბრი მოაწყო დრიფტ-შოუში, რომლის გამარჯვებულებსაც პრიზები გადაეცათ. ამასთან, შოუს მონაწილეებმა და მაყურებლებმა კონკურს "ოქროს საჭე 2013"-ში ადგილზე მიიღეს მონაწილეობა და მათთვის სასურველი მოდელები აირჩიეს.

კონკურსში მონაწილეობას იღებენ წლის საუკეთესო ავტომობილები, რომლებიც გადანაწილებულნი არიან 6 კლასში.

რჩეული ავტომობილისთვის ხმის მიცემის პროცედურა "პალიტრა მედიას" რამდენიმე მედია საშუალებით - www.autobild.ge, www.ambebi.ge, www.adami.ge, www.palitratv.ge, ასევე "ვისოლის" ვებ გვერდისა და Facebook-ის პროფილის მეშვეობით მიმდინარეობს.