loader

"თიბისი ბანკი" სიცრუის და სიყალბის წინააღმდეგ კამპანიას იწყებს" - მამუკა ხაზარაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თიბისი ბანკი" სიცრუის და სიყალბის წინააღმდეგ კამპანიას იწყებს" - მამუკა ხაზარაძე

"თიბისი ბანკმა" სიცრუისა და სიყალბის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო. როგორც "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ადგილი აქვს შეურაცხმყოფელ კამპანიას პირადად მისი და ბანკის მიმართ.

"ჩემთვის და ჩემი ბანკისთვის მიუღებელია ფორმა, როდესაც არა შინაარსობრივი და არა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობილი მსჯელობა მიდის, არამედ მიდის შეურაცხყოფა, ცილისწამება, უაპელაციო ბრალდება. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმ ტონისა და შეურაცხყოფისა, რომლითაც მე მომმართავენ. მე ამას ვერ მივიღებ. ეს სცილდება ჩემს ბიზნესს. ეს ეხება ჩემს ღირსებას. მინდა გითხრათ, რომ ჩემი და ჩემი ორგანიზაციის ღირსება ყველაზე მაღალ დონეზე მყავს დაყენებული. მინდა ყველას მივმართო, ვისაც ასეთი ჩანაფიქრი აქვს, ამ ტონით ნუ დაგველაპარაკება ", - განაცხადა ხაზარაძემ და აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის წინააღმდეგ ყველანაირ სამართლებრივ და ცივილურ ხერხს გამოიყენებს.

ხაზარაძემ ორ კომპანიაზე - "გუდვილსა" და "ელიტ ელეტრონიქსზე" და "ასავალ დასავალში" გამოქვეყნებულ მასალაზე ისაუბრა. მისი თქმით, მათ პრეტენზია არ აქვთ "გუდვილის" თანამშრომლებთან, პრეტენზია აქვთ მენეჯმენტთან და მის დამფუძნებლებთან, რომელთაც "ყალთაბანდური გზით" თანხის გატანის მცდელობაში ადანაშაულებს.

რაც შეეხება "ელიტ ელექტრონიქსთან" დაკავშირებით ანზორ ქოქოლაძის ბრალდებებს, როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, საქმე აქაც სერიოზულ გაყალბებებს და ფინანსურ მაქინაციებს უკავშირდება. მისი თქმით, მოთხოვნა არ იქნება მხოლოდ ცილისწამების შეჩერებაზე, არამედ - პასუხისგებაზე ფინანსური დარღვევების მიმართ.

რაც შეეხება "ასავალ დასავალს", როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ზემოთ აღნიშნული ორი შემთხვევის მსგავსად, გაზეთში დაწერილ ცილისმწამებლურ სტატიებზეც პროკურატურაში სარჩელია შეტანილი.

მისი თქმით, თუ "თიბისი ბანკის" წინააღმდეგ იქნება ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი კამპანია, აქვთ ყველანაირი რესურსი და ჰყავთ კვალიფიციური ადვოკატები, რომლებიც შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ.