loader

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები "სილქნეტში" პროფესიულ სტაჟირებას გაივლიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები "სილქნეტში" პროფესიულ სტაჟირებას გაივლიან

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და "სილქნეტს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, რომელსაც ხელი 18 მარტს მოეწერა, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები პროფესიულ სტაჟირებას უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო კომპანია "სილქნეტში" გაივლიან.

ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ სატელეკომუნიკაციო დარგის სხვადასხვა ტექნოლოგიებს დაეუფლონ, მიიღონ პრაქტიკული მეცადინეობები და შემდეგ მათთვის სასურველ სეგმენტში მოსინჯონ ძალები.