loader

როგორ უნდა შეარჩიოთ ხარისხიანი ავეჯი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ უნდა შეარჩიოთ ხარისხიანი ავეჯი

საქართველოში ავეჯის შეძენის მსურველებისთვის საკმაოდ დიდი არჩევანია. შესაძლებელია როგორც ადგილზე დამზადებული, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებიდან შემოტანილი ავეჯის შეძენა. როგორც ადგილობრივი ავეჯის მწარმოებლები და რეალიზატორები ამბობენ, ავეჯის შეძენისას საქართველოში მომხმარებლები ყურადღებას სამი ძირითად ფაქტორს აქცევენ - დიზაინს, ფასს და ხარისხს.

მრავალფეროვანი და საკმაოდ კარგი დიზაინის ავეჯი მომხმარებელს იზიდავს, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მომხიბლავი დიზაინის უკან შესაძლოა გაუმართავი კონსტრუქცია და უხარისხო მექანიზმი იყოს.

კიდევ ერთი დეტალი, რომელიც მომხმარებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს - ეს საგარანტიო წერილია. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, გაყიდულ ავეჯთან დაკავშირებით, როგორც მწარმოებლებს, ასევე რეალიზატორებს საგარანტიო წერილის გაცემა არ ევალებათ, რის გამოც მომხმარებელი მხოლოდ მწარმოებლისა თუ გამყიდველის კეთილსინდისიერების იმედად რჩება.