loader

ვირტუალური ბანკი "ფეისბუქში": "ბანკ რესპუბლიკის" ინოვაციური პროექტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვირტუალური ბანკი "ფეისბუქში": "ბანკ რესპუბლიკის" ინოვაციური პროექტი

პირველად საქართველოში, "ბანკი რესპუბლიკა" - ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი" მომხმარებელს ინოვაციურ პროექტს სთავაზობს. ვისაც არ აქვს დრო, თუნდაც ყველაზე ახლომდებარე ფილიალს ესტუმროს ან უბრალოდ, დროისა და ენერგიის დაზოგვა სურს," ბანკმა რესპუბლიკამ" მათთვის სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ვირტუალური ფილიალი შექმნა. პროექტის პრეზენტაცია ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართა.

ვირტუალური ფილიალის პოვნა შესაძლებელია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" მისამართზე: facebook.com/bankrepublic ან "ბანკ რესპუბლიკის" ვებგვერდზე - br.ge/virtualbranch. სამომავლოდ აპლიკაცია მრავალფუნქციური გახდება და მომხმარებელს დისტანციური საბანკო ოპერაციების შესრულება უფრო გაუმარტივდება. "ბანკი რესპუბლიკა სოსიეტე ჟენერალი" ვირტუალურ ფილიალში ახალი ფუნქციების, მათ შორის, ვიდეოჩატის დამატებაზე მუშაობს.

ავტორები: ანა მარშანია, გიგა ხურცილავა