loader

ყველაფერი "შენი სახლისთვის", ერთ სივრცეში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყველაფერი "შენი სახლისთვის", ერთ სივრცეში

ავეჯის მდიდარი არჩევანი, დეკორაციისა და აქსესუარების მაღაზია, ბიბლიოთეკა და კაფე ლაბორატორია - პირველად საქართველოში ყველაფერი ინტერიერისთვის ერთ სივრცეში. კორპორაცია "აი სი არის" პროექტი "ლაბორატორია ჩემი სახლი" მომხმარებლებს ნებისმიერი სურვილისა და მოთხოვნის განხორციელებაში დაეხმარება. ეს არის ბრენდი, რომელიც ქმნის ცხოვრების სტილს.

უზარმაზარ სივრცეში წარმოდგენილია სკანდინავიური და ინდუსტრიული დიზაინის, ასევე, ქანთრის, ურბანული სტილისა და თანამედროვე მინიმალისტური დიზაინის ელემენტები. "ლაბორატორია ჩემი სახლის" დეკორაცია აერთიანებს ყველაფერს, რაც საჭიროა თქვენი სახლისა თუ კაფე-რესტორნისთვის - ჭურჭლის, ტექსტილის, განათებისა და სხვა აქსესუარების ჩათვლით.

"ლაბორატორია ჩემი სახლი" აღმაშენებლის ხეივანში, მე-12 კილომეტრზე მდებარეობს.

ავტორები: სალომე შიხაშვილი, გიორგი შეყილაძე