loader

მიკროსაფინანსო კომპანია "ლიდერ კრედიტის" მსოფლიო წარმატება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიკროსაფინანსო კომპანია "ლიდერ კრედიტის" მსოფლიო წარმატება

საერთაშორისო ორგანიზაცია Business Initiative Direction-ის (BID) მიერ ორგანიზებული ყოველწლიური გალა-დაჯილდოება "Century International Quality ERA", - "ხარისხის ხანა" 22 მარტს, ქალაქ ჟენევაში გაიმართა. ლიდერობის, ხარისხისა და წარმატების კრიტერიუმით, საერთაშორისო ბიზნესლიდერებმა, მეწარმეებმა და ხარისხის დარგში სპეციალისტებმა მსოფლიოს 57 ქვეყნის წამყვანი ორგანიზაციები აარჩიეს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს წარმატებული ორგანიზაციების სიაში მოხვდა ქართული მიკროსაფინანსო კომპანია "ლიდერ კრედიტი". ქართულმა კომპანიამ წარმატებით შეასრულა BID-ის მიერ შემოღებული ხარისხის მოდელის 100 კრიტერიუმი - "QC 100".