loader

Elite Model Look Georgia-ს ნაციონალური კასტინგი 27 ივნისს გაიმართება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Elite Model Look Georgia-ს ნაციონალური კასტინგი 27 ივნისს გაიმართება

საერთაშორისო სამოდელო კონკურსი Elite Model Look Georgia საქართველოში წელს მეცხრედ ტარდება. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა უფასო ონლაინ რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს ღონისძიების ოფიციალურ "ფეისბუქ"- გვერდზე და სამოდელო სააგენტო "აისი მოდელ მენეჯმენტის" ოფისში, ნიკო ნიკოლაძის 6 ნომერში. მსურველთა რეგისტრაცია 26 ივნისს დასრულდება, 27 ივნისს კი, 12:00 საათზე, "თბილისი მოლში" Elite Model Look Georgia-ს ნაციონალური კასტინგი გაიმართება. ამასთან დაკავშირებით ორგანიზატორმა ია კიწმარიშვილმა "თბილისი მოლში" დღეს პრესკონფერენცია გამართა.