loader

პოკერის N1 ონლაინ-ჟურნალი უკვე საქართველოშია! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოკერის N1 ონლაინ-ჟურნალი უკვე საქართველოშია!

პოკერის ლეგენდარული მოთამაშე პიტერ ისტგეიტი, რომელიც 22 წლის ასაკში გახდა პოკერის მსოფლიო სერიის გამარჯვებული, ერთი დღით თბილისს ესტუმრა. საერთო ჯამში, ისტგეიტს 11 მილიონი დოლარი აქვს მოგებული, ახლა კი აქტიური კარიერა დაასრულა. საქართველოში სტუმრად მყოფი დანიელი მოთამაშე პოკერის ქართული ბაზრის შესაძლებლობებს დადებითად აფასებს.

თბილისში ისტგეიტი საგანგებოდ Cardplayer-ის ქართული გამოცემის პრეზენტაციისთვის ჩამოვიდა. მსოფლიოს ნომერ პირველი პოკერის ონლაინ-ჟურნალი აზარტის ქართველ მოყვარულებს თანამედროვე პოკერის შესახებ უახლეს ინფორმაციას მიაწოდებს. მომხმარებლები შეძლებენ უკეთესად გაერკვნენ თამაშის სტრატეგიაში, რაც შესაძლებლობას მისცემთ, ზუსტად გათვალონ და შეაფასონ მოგების შანსები. პროექტი "აჭარანეტთან" თანამშრომლობით განხორციელდა.

cardplayer.adjaranet.com პოკერის ქართველი მოყვარულებისთვის უფასოდ უკვე ხელმისაწვდომია.