loader

"საქკაბელი" თურქეთის უმსხვილეს კომპანია "ბოიდაკ ჰოლდინგთან" თანამშრომლობას აგრძელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქკაბელი" თურქეთის უმსხვილეს კომპანია "ბოიდაკ ჰოლდინგთან" თანამშრომლობას აგრძელებს

"საქკაბელმა" საქართველოში თურქეთის უმსხვილესი საკაბელო კომპანიის - "ჰესკაბლოს" მენეჯმენტს უმასპინძლა. "ბოიდაკ ჰოლდინგში" შემავალი კომპანიის ტოპ-მენეჯმენტი საქართველოში სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ხელმძღვანელობით ჩამოვიდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. ქართულმა მხარემ სტუმრებს ზესტაფონის ქარხანაში მიმდინარე სამუშაო პროცესი დაათვალიერებინა. ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს თურქული დელეგაცია დეტალურად გაეცნო და სამუშაო პროცესით კმაყოფილი დარჩა.

"ბოიდაკ ჰოლდინგი" თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგური კომპანიაა, რომელიც აერთიანებს კაბელების, რკინის, ფოლადის, ტექსტილის მრეწველობებს, ასევე, მომსახურების ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიებს.

"საქკაბელი" საქართველოში საკაბელო პროდუქციის ყველაზე დიდი მწარმოებელია. ქარხანა, რომელიც 1958 წელს დაარსდა, ძირითადად, სპილენძისა და ალუმინის საკაბელო პროდუქციას აწარმოებს.

(R)