loader

ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში - სამდღიანი კონფერენცია თბილისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში - სამდღიანი კონფერენცია თბილისში

საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სამდღიანი კონფერენციის მიზანია სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება. საკუთარი გამოცდილება ტექნოლოგიების სფეროში 58-მა გამომსვლელმა გაუზიარა აუდიტორიას. ღონისძიებას 250 სპეციალისტი ესწრებოდა.

კონფერენციის პირველ დღეს გაიმართა ტექნოლოგიების გამოფენა იმ კომპანიების ორგანიზებით, რომლებიც საგანმანათლებლო სეგმენტისთვის ტექნოლოგიურ პროდუქციას ქმნიან. კონფერენციის მესამე დღე გალა-ვახშმით დასრულდა. საღამოზე გამოვლინდნენ და დასაჩუქრდნენ მონაწილეები. საჩუქრები მათ კონფერენციის სპონსორებისგან მიიღეს.

საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია, რომელიც სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ახალი სტრატეგიების ჩამოყალიბებას და განვითარებას ისახავს მიზნად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

ავტორები: ეკა მელიქიძე, გიორგი ღუდუშაური, გიორგი შეყილაძე