X
პოზიტიური ცვლილებები ნაძალადევის რაიონში - ეს საინტერესოა!
10:17 / 30-06-2016
მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია, დაგებული გზები, მოსახლეობისთვის გაუმჯობესებული საცხოვრებელი გარემო, ათასობით ადამიანისთვის გაწეული სოციალური დახმარება, სკვერები, მოედნები, სტადიონები, მედიათეკა.

ზაზა გაბუნიას გამგებლობის პერიოდში (2014-2016 წწ.) ნაძალადევის რაიონში შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი:


საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაობი ჩატარდა 120 მისამართზე და ასფალტის საფარი მოწესრიგდა 200 000-მდე კვადრატულ მეტრზე, მათ შორის ურთულესი რელიეფის მქონე ქუჩებზე, სადაც 40-50 წლის მანძილზე არ განხორციელებულა სამუშაოები.

ეს ქუჩები საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის არ არსებობის გამო პრაქტიკულად მოწყვეტილი იყო ქალაქს;
400-მდე ამხანაგობაში მცხოვრებ ათასობით მოქალაქეს გაუუმჯობესდა საცხოვრებელი გარემო;
მოწესრიგდა და საცხოვრებელი პირობები შეიქმნა ე.წ. არაშენდაში, რომელიც წლების მანძილზე დაუმთავრებელი და გავერანებული მშენებლობის სიმბოლო იყო თბილისში, ისევე როგორც ყოფილი ნევროლოგიის ინსტიტუტის შენობაში გუდამაყრის ქუჩაზე;
მოხდა რთულ სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების კომპაქტური ჩასახლებების ელექტროფიცირება და გაზიფიცირება, რასაც ისინი ათეულობით წლის მანძილზე ელოდნენ;
ასევე განხორციელდა რაიონში მცხოვრები 295 ოჯახის გაზიფიცირება;
60 000-მდე ადამიანს გაეწია სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება, რაც მინიმუმ 4-ჯერ აღემატება წინა წლების მაჩვენებელს;
აღდგა და მოწესრიგდა 30-ზე მეტი სპორტული მოედანი;
განხორციელდა ავტოსადგომებად ქცეული სკვერების განახლება და აღდგენა-რეაბილიტაცია; ნაძალადევში მოეწყო საქართველოში პირველი შშმ პირებისათვის ადაპტირებული სათამაშო მოედანი;
70 მისამართზე მოწესრიგდა საზოგადოებრივი მნიშვნელობის დასასვენებლი კუთხე;
დაირგო რამდენიმე ათასი სხვადასხვა ჯიშის ნერგი. მათ მოვლა-პატრონობაზე მზრუნველობა ამხანაგობებს აქვთ აღებული;
დაიწყო რაიონში არსებული მეწყერსაშიში ზონების გეოლოგიურ კვლევით საკითხებზე მუშაობა;
ამა წლის ზაფხულში იწყება მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობა აუზებით, კრივისა და ჭიდაობის დარბაზებით, სადაც ყველა ფენის მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გარემო იქნება;
ავტორიტეტულ ხალხურ ანსამბლებთან თანამშრომლობის გზით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა უფასოდ დაეუფლონ ქართულ ფოლკლორულ ხელოვნებას და ქალაქურ მუსიკას
ჩატარდა ათობით სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიება, რამაც გამოაცოცხლა და დინამიკა შესძინა ნაძალადევის რაიონის ცხოვრებას;
გაიოლდა გამგეობასთან მოქალაქის კომუნიკაცია, ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი საბჭოები, რისი საშუალებითაც მოსახლეობას რაიონში მიმდინარე პოზიტიურ ცვლილებებში მონაწილეობის საშუალება აქვთ.

R
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
"ვცხოვრობდი ხელოვნებისთვის, სიყვარულისთვის. რატომ, ღმერთო?! - ჯაშუშობის ბრალდებით დახვრეტილი თბილისის ოპერის პოლონელი პრიმადონა და ქართულ-პოლონური სიყვარული
სააკაშვილი უკვე გმირია, იმის მიუხედავად, დაიჭერენ თუ არა - გია ხუხაშვილი
როგორ დააკავა სპეცრაზმმა სახურავზე მყოფი მიხეილ სააკაშვილი
როგორ ეწინააღმდეგება მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმს, რომელიც მის მანქანაში ჩასმას ცდილობს
"შიში უნდა ჰქონდეთ ამ დანის და იარაღის ტარების" - ნიკუშა ნატროშვილი
ბრალდებულმა დანა გამოიყენა მხოლოდ ერთხელ... სხვა ჭრილობები, სავარაუდოდ, მიაყენეს სხვა პირებმა - დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატი
არამეულის შემდეგ მამა სერაფიმემ ქართულად პირველად იგალობა - ემოციური საგალობელი, რომელიც ინტერნეტს იპყრობს
ქართველი კონკურსანტის მორიგი გამოსვლა გერმანულ "ვოისში", აცეკვებული დარბაზი და "გადარეული" ჟიური - "სუპერ! სუპერ!"