loader

თავის მოკვლა რომ გინდოდეს, გადაგაფიქრებინებს... - BMW-ს ახალი ხულიგანი M2 - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თავის მოკვლა რომ გინდოდეს, გადაგაფიქრებინებს... - BMW-ს ახალი ხულიგანი M2

M – ეს BMW-ს მოყვარულთა საფიცარია და M-ის სამყარო ახლა BMW M2-ით იწყება. ამ 370-ცხენისძალიანი Turbo-კუპეს მართვა რომ დიდი სიამოვნებაა, ამაში მალევე დავრწმუნდით. 

”ხულიგანკა” ხომ კარგად გახსოვთ? განსაკუთრებით, BMW-ს მოყვარულებს ეხსომებათ. 90-იანების საქართველოში ”ხულიგანკა” თუ გყავდა, პირველი ბიჭი იყავი. ეს იყო მანქანა, რომელიც დღემდე აღაგზნებს BMW-ს ფანებს. ახლა კი მინდა გითხრათ, რომ Test The Best-ზე ჩვენ BMW-ს ახალი ”ხულიგანკა” გავიცანით. თუკი შესაძლებელია, რომ რომელიმე ახალ BMW-ს ეს ცნობილი მეტსახელი შეარქვა, პირველ რიგში, ალბათ, სწორედ ამ მანქანას - ახალ BMW M2-ს! იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე სპორტული, ყველაზე სიმპათიური, ყველაზე გადარეული და ყველაზე ცელქი კუპე ახალგაზრდულ BMW-ებს შორის.

იხილეთ სტატია