loader

როგორი უნდა იყოს ნაღდი Made in Germany "Mercedes-Benz"-ი დღესდღეობით? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორი უნდა იყოს ნაღდი Made in Germany "Mercedes-Benz"-ი დღესდღეობით?

ერთი ნახვით შეყვარების გჯერათ? ამბობენ, პირველი შთაბეჭდილება განუმეორებელიაო. მართალია, მაგრამ ერთი ნახვით შეყვარებას ხშირად იმედგაცრუებები მოსდევს. საავტომობილო თვალსაზრისით, ეს უმეტესად დაბალი ხარისხით გამოწვეული იმედგაცრუებებია ხოლმე. რატომ გიყვებით ახლა ამ ყველაფერს? იმიტომ, რომ ახალი Mercedes ”E-კლასი” (W 213) სწორედ ის შემთხვევაა, როცა კარგად უნდა გაიცნო - თუ გინდა, რომ აზრიანად, გონივრულად შეგიყვარდეს. ახალი ”E-კლასი” მინიმუმ მეორე ნახვით შეყვარების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ან, უფრო საავტომობილო ენაზე რომ ვთქვათ, არა პირველი ნახვით, არამედ პირველი მართვით სიყვარულის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. სამაგიეროდ, ეს სიყვარული უფრო ნაღდი იქნება, ყოველგვარი იმედგაცრუების გარეშე ყოველდღიურ ცხოვრებაში.

იხილეთ სტატია