loader

"დაიწყე ზაფხული აქ" - ბათუმში ტურისტული სეზონი გაიხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაიწყე ზაფხული აქ" - ბათუმში ტურისტული სეზონი გაიხსნა

"დაიწყე ზაფხული აქ" - ამ სლოგანით ტურისტული სეზონი ბათუმში ოფიციალურად გაიხსნა. მუსიკალურმა ჯგუფებმა და მოსიარულე დრამერებმა დამსვენებლების განწყობაზე იზრუნეს. ზღვისპირა ქალაქში უცხოელი ტურისტების რაოდენობა წელს განსაკუთრებულად თვალშისაცემია.
სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ძველ ბულვარში კულტურული და სპორტული ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩატარდა მასტერკლასები ლაშქრობის მოყვარულთათვის. გამოვლინდა კარავის სწრაფად აწყობასა და დაშლაში გამარჯვებულიც. მოეწყო ველომარათონი, რომლის მიზანიც ქალაქის მანქანებისგან განტვირთვაა.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურისტებს გამორჩეულ სეზონს ჰპირდება. ზღვასთან ერთად პრიორიტეტი მთაც არის. აჭარული სტუმარ-მასპინძლობითა და ზღვისა და მთის კომბინაციით დამსვენებლებს დაუვიწყარი დასვენების შესაძლებლობა ექნებათ.