loader

ლიდერობის აკადემიები, რომლებიც სკოლის დირექტორების მრავალფუნქციურ მენეჯერებად ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს, ზაფხულიდან ამოქმედდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლიდერობის აკადემიები, რომლებიც სკოლის დირექტორების მრავალფუნქციურ მენეჯერებად ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს, ზაფხულიდან ამოქმედდება

ხათუნა ბარაბაძე ერთ-ერთია იმ საჯარო სკოლის დირექტორებს შორის, რომლებიც ზაფხულიდან ლიდერობის აკადემიას გაივლიან. აღნიშნული კომპონენტის განხორციელებას მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების ახალი პროექტი ითვალისწინებს, რომლის ერთ-ერთი ამოცანა სკოლის დირექტორების ახალი მენეჯერული უნარებით აღჭურვა და მათი საქმიანობის ხელშეწყობაა.

ლიდერობის აკადემიების ფარგლებში, საჯარო სკოლის დირექტორებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ტიპის აქტივობები სამი წლის განმავლობაში სამ ეტაპად განხორციელდება.
მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი მიმდინარე წლიდან დაიწყო და 2018 წლამდე გაგრძელდება. ამ ხნის განმავლობაში პროფესიული განვითარების გრძელვადიან კურსებში საჯარო სკოლების 24 000-მდე მასწავლებელი და ფასილიტატორი ჩაერთვება, სკოლის დირექტორების ახალი ტიპის მენეჯერებად ჩამოყალიბებას კი ლიდერობის აკადემიები უზრუნველყოფენ.

პროექტს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ახორციელებს, მისი ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფისთვის კი ათასწლეულის განვითარების ფონდიდან 14 მილიონი დოლარი გამოიყო.