loader

www.marbi.ge - ინოვაციური პროექტი სატრანსპორტო გადაზიდვების ბაზარზე და მისი უნიკალური შესაძლებლობები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

www.marbi.ge - ინოვაციური პროექტი სატრანსპორტო გადაზიდვების ბაზარზე და მისი უნიკალური შესაძლებლობები

ქართულ სატრანსპორტო გადაზიდვების ბაზარზე ახალი შესაძლებლობა გაჩნდა. ლოჯისტიკსერვისმა ტვირთების გადაზიდვების მართვის ელექტრონული პლატფორმა შექმნა. ინოვაციური ვებპორტალი www. marbi.ge მომხმარებლებს სატრანსპორტო გადაზიდვების მართვის ოპტიმალურ გადაწყვეტილებას სთავაზობს. ვებპორტალი ტვირთმფლობელებს საშუალებას აძლევს, მიიღონ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სწორი გადაწყვეტილებები, დაზოგონ დრო, გადაზიდვის ხარჯები და მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობა გააუმჯობესონ.

www.marbi.ge-ს
დახმარებით მომხმარებელს საშუალება ეძლევა, მაღალი რეპუტაციის მქონე ადგილობრივი და საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიებისგან ტვირთების გადაზიდვის კონკურენტული შემოთავაზებები უმოკლეს დროში მიიღოს, შეიძინოს დამატებითი ლოგისტიკური მომსახურება და დააზღვიოს ტვირთი. ლოჯისტიკსერვისის ოპერატორებს შეუძლიათ დაეხმარონ მომხმარებლებს არა მხოლოდ ოპტიმალური გადამზიდავის შერჩევაში, არამედ დაუგეგმონ მათ გადაზიდვის მთლიანი მარშრუტი და კარიდან-კარამდე მართონ გადაზიდვების პროცესი.

კომპანია „მარბი ლოჯიკმა“ ტვირთების გადაზიდვების მართვის ვებპორტალი - www.marbi.ge ოფიციალურად "თბილისი მარიოტში" 10 ივნისს წარადგინა. ღონისძიებაში მონაწილეობა 100-ზე მეტი კომპანიის ხელმძღვანელმა მიიღო ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ვაჭრობისა და წარმოების სექტორებიდან. წარდგენას ასევე ესწრებოდნენ მაღალი რანგის წარმომადგენლები სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

ავტორები: თამარ კორკოტაშვილი, ლაშა სამადალაშვილი, გოგა ოსეფაშვილი
© PALITRATV.GE
R