loader

ინოვაცია სადაზღვევო ბაზარზე - "ჯიპიაი ჰოლდინგის" ანაზღაურების ონლაინ-აპლიკაცია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინოვაცია სადაზღვევო ბაზარზე - "ჯიპიაი ჰოლდინგის" ანაზღაურების ონლაინ-აპლიკაცია

დაზღვევის ანაზღაურების სერვისი ონლაინ - "ჯიპიაი ჰოლდინგმა" მომხმარებლებს ინოვაციური მომსახურება შესთავაზა. საქართველოში პირველად, სერვისების დიჯითალიზაციის პარალელურად, ჯიპიაის პორტალისა და აპლიკაციის საშუალებით, დაზღვეულებს ანაზღაურების ონლაინ, ერთ სამუშაო დღეში მიღების შესაძლებლობა აქვთ.

კიდევ ერთი პროდუქტი, რომელსაც "ჯიპიაი ჰოლდინგი" მომხმარებელს დიჯითალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში სთავაზობს, აპლიკაცია Hero-ა.

სოციალური, ინოვაციური პროექტი - Hero სისხლის დონაციის პრობლემის გადასაწყვეტად შეიქმნა. აპლიკაცია სისხლის დონორებს დონაციის საჭიროების მქონე ადამიანებთან დააკავშირებს.

ავტორები: ანა მარშანია; ლაშა სამადალაშვილი, გოგა ოსეფაშვილი