loader

"რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ" - 29 ობიექტი ბათუმში ხარისხის ნიშნის მოპოვებას ცდილობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ" - 29 ობიექტი ბათუმში ხარისხის ნიშნის მოპოვებას ცდილობს

ინოვაციური პროექტი "რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ" გაზაფხულზე დაიწყო და პირველ ეტაპზე, ხარისხის ნიშანი 18-მა ობიექტმა მიიღო. დღესდღეობით ჯამში 34 კვებისა და განთავსების ობიექტია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ აღიარებული. ამ ეტაპზე კი 29 ობიექტი ცდილობს კრიტერიუმების დაკმაყოფილებას. ხარისხის ნიშნით დაჯილდოება აგვისტოს ბოლოს მას შემდეგ განხორციელდება, რაც ტურიზმის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფი უსაფრთხოებას, სანდასუფთავებას, ჰიგიენას, მომსახურების სტანდარტებსა და საერთაშორისო კრიტერიუმებთან შესაბამისობას შეამოწმებს.

პროექტი "რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ" გრძელდება და მასში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მსურველებმა საიტზე "რეკომენდ.ჯი" (recommend.ge) ონლაინრეჟიმში უნდა შეავსონ განაცხადების ფორმა ან უკვე შევსებული აპლიკაციები მიიტანონ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

სიუჟეტზე მუშაობდნენ: ნინო ხოზრევანიძე, თამარ კორკოტაშვილი და გოგა ოსეფაშვილი