loader

ამიერიდან ღვინის შეძენა ინტერნეტით შეგიძლიათ - რას სთავაზობს მომხმარებელს ALLWINE.GE - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამიერიდან ღვინის შეძენა ინტერნეტით შეგიძლიათ - რას სთავაზობს მომხმარებელს ALLWINE.GE

ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში ინტერნეტკომერცია აქტიურად ვითარდება. ქართველ მომხმარებელს ამიერიდან ინტერნეტის საშუალებით სასურველი ღვინის შეკვეთაც შეუძლია და ამისთვის მაღაზიაში გასვლა საჭირო აღარ არის. რამდენად აქტიურია ქართველი მომხმარებელი ინტერენტში, რომელ ღვინოებზეა უფრო მეტი მოთხოვნა და აძვირებს თუ არა პროდუქციას სახლში მიტანის სერვისი? "მოამბის" შეკითხვებს კომპანია ALLWINE.GE-ს დირექტორი ლაშა შარიქაძე პასუხობს.
"ინტერნეტმაღაზიაში წარმოდგენილია როგორც მცირე მარნების, ასევე ღვინის ცნობილი კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქცია და გათვლილია ყველა სეგმენტის მომხმარებელზე, რომელსაც წვდომა აქვს ინტერნეტთან. საიტზე მოცემულია ყველა საფასო კატეგორია.
პირველ ეტაპზე პროდუქციის შეძენა მხოლოდ თბილისის მასშტაბითაა შესაძლებელი, თუმცა შემდეგ ეტაპზე ვგეგმავთ, რომ იგივე სერვისი რეგიონებშიც იყოს ხელმისაწვდომი", - აცხადებს კომპანიის დირექტორი.