loader

ვინ არის ემილი, რომლის ცხოვრებას უამრავი ქართველი ბავშვი ადევნებს თვალს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ემილი, რომლის ცხოვრებას უამრავი ქართველი ბავშვი ადევნებს თვალს

დაახლოებით ერთი წლის წინ ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა შემეცნებითი და გასართობი ვიდეოები პატარა გოგონაზე - ემილიზე. მალე მისი არხიც გამოჩნდა "იუთუბზე" - "ემილი-tv". მოგეხსენებათ, ჩვენს პატარებს ინტერნეტი და ასეთი ტიპის ვიდეოები ძალიან მოსწონთ. მით უმეტეს, გაუხარდათ, როცა მათ ეკრანიდან არა ინგლისურად ან რუსულად, არამედ ქართულად ესაუბრებოდა პატარა, მათნაირი გოგონა და ათასგვარ ამბავს უზიარებდა. ემილის თავგადასავლებმა, მისმა სახალისო გაკვეთილებმა თუ უბრალოდ, ყოველდღიურმა თამაშ-გართობამ პოპულარობა მალე მოიპოვა და დღეს უკვე არხს 20 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. ამჯერად ემილი ახალ გასართობს წარმოგვიდგენს, რომელიც 2 დღეში ათიათასობით მომხმარებელმა ნახა. სრულად ემილის შესახებ წაიკითხეთ mshoblebi.ge-ზე