loader

პატარა ანას გადასარჩენად უფრო მეტი ადამიანი გაერთიანდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატარა ანას გადასარჩენად უფრო მეტი ადამიანი გაერთიანდა

4 თებერვალს სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“ ჟურნალ „ოჯახის მკურნალის” საქველმოქმედო აქცია გაიმართა. აქციის მიზანი იყო 3 წლის ანა მეხაშიშვილის დახმარება, რომელიც გასტროშიზისის დიაგნოზით დაიბადა.
აქციის ფარგლებში, ყველა მსურველს ჰქონდა საშუალება, შეეძინა ჟურნალის საქველმოქმედო ნომერი, რომლის რეალიზაციიდან შემოსული თანხაც სრულად გადაირიცხება ანას დასახმარებლად. „თბილისი მოლში“ იდგა პროექტ #ქველმოქმედებამარტივია-ს სიმბოლური ხე, რომელზეც ყველა, ვინც კი ჟურნალი „ოჯახის მკურნალი“ შეიძინა, ფერად ღილებს ამაგრებდა. ღონისძიების დროს ხეზე ბევრი ღილი დამაგრდა, რაც ნიშნავს, რომ ანას გადასარჩენად კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაერთიანდა.

აქციის დროს განსაკუთრებით აქტიურობდნენ პატარები - საქველმოქმედო ხეზე ფერად ღილებს ამაგრებდნენ და ინტერესით უსმენდნენ მუსიკალურ ბენდს Good Company, რომელიც ჟურნალ „ოჯახის მკურნალთან“ ერთად სიამოვნებით ჩაერთო საქველმოქმედო აქციაში პატარა ანას გადასარჩენად. აღნიშნული ბენდი ხშირად ერთვება საქველმოქმედო ღონისძიებებში და თავისი ძალებით - მუსიკით ეხმარება მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

#ქველმოქმედებამარტივია ჟურნალ „ოჯახის მკურნალის“ რედაქციისა და ”პალიტრა მედია ჰოლდინგის” ერთობლივი პროექტია. ჩვენ გვინდა, ქველმოქმედება ადამიანების ცხოვრების ყოველდღიურ ნაწილად ვაქციოთ!

#ქველმოქმედებამარტივია

გთხოვთ, დარეკოთ - 0 901 700 177
ზარის ღირებულება 1 ლარი
ბანკის რეკვიზიტები:
”საქართველოს ბანკი”: BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE10BG0000000667885400
”თიბისი ბანკი”: TBCBGE22
ანგარიშის ნომერი: GE34TB7319436080100002
მიმღები: ფონდი ”სიკეთის კვალი”