loader

"საქართველოს ბანკი" დაცული ტერიტორიების მხარდაჭერისთვის 100,000 აშშ დოლარს გამოჰყოფს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქართველოს ბანკი" დაცული ტერიტორიების მხარდაჭერისთვის 100,000 აშშ დოლარს გამოჰყოფს

”საქართველოს ბანკის” მიერ დაცული ტერიტორიების მხარდაჭერისთვის გამოყოფილი 100,000 აშშ დოლარი მოხმარდება საქართველოში არსებული 10 დაცული ტერიტორიის: ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, თუშეთის, ვაშლოვანის, მტირალას, ჯავახეთის, ყაზბეგის, ალგეთის, კინტრიშის და ფშავ-ხევსურეთის მოვლასა და მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას. ბანკი „კავკასიის ბუნების ფონდთან“ (CNF) რამდენიმე წელია თანამშრომლობს და ჯამში, 500,000 აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური მხარდაჭერა აქვს გაწეული დაცული ტერიტორიების მოვლისა და მიმდინარე ხარჯების დაფინანსებისთვის.