loader

„შეანელე დრო რაჭაში“ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„შეანელე დრო რაჭაში“

სიამოვნების, თავდავიწყების, თავისუფლების, ბედნიერების და უამრავი სხვა განცდის ადგილი... განცდების, რომლებიც არ მთავრდება, რომლებიც სურვილს გიჩენს, რომ დრო გააჩერო... ასეთი ადგილი იმაზე ახლოს არის, ვიდრე ვფიქრობთ და იმაზე ადვილად აღმოსაჩენია, ვიდრე გვგონია... ჩვენი გალაქტიკა - „ირმის ნახტომი“, პლანეტა დედამიწა, ევროპისა და აზიის გზაგასაყარი, საქართველო, რაჭა. ადგილი, რომელიც შენს ისტორიებს შენზე კარგად იმახსოვრებს... ადგილი, სადაც ბედნიერება გაზაფხულის პირველ ენძელასთან ერთად იღვიძებს და ზაფხულის მწვანე ტყეებში თეთრ სიგრილედ არსებულ თავისუფლებად გადაიქცევა...
ზუსტად იმიტომ, რომ ეს ამბები არ გამოგვრჩეს, ზუსტად იმისთვის, რომ აღმოვაჩინოთ ადგილი, სადაც „წამის შეჩერება“ მოგვინდება, ამბროლაურის ტურისტულმა ცენტრმა დაიწყო კამპანია, რომელიც ემსახურება რაჭაში ტურიზმის განვითარებას. „შეანელე დრო რაჭაში“ (Slow Time InRacha), სარეკლამო კლიპის მთავარი მიზანიც სწორედ რაჭაში ჩაკარგული, ერთი შეხედვით, თვალთახედვიდან გაქცეული ამბების გაცოცხლებაა. “Slow Time inRacha” ამ პროექტის მთავარი სლოგანია.