loader

ქართველი ახალგაზრდები "კანის ლომების" ფესტივალში მონაწილეობისთვის ემზადებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი ახალგაზრდები "კანის ლომების" ფესტივალში მონაწილეობისთვის ემზადებიან

თბილისში Cannes Lions 2017-ის შესარჩევი კონკურსი საინვესტიციო ჯგუფ ”ბიჯეოს” მხარდაჭერით იწყება. შესარჩევი კონკურსი 1-ელ, 2 და 8 აპრილს გაიმართება, თავად Cannes Lions 2017 კი - ივნისშია დაგეგმილი. შარშან კანის ფესტივალზე ახალგაზრდა მარკეტერების კატეგორიაში ქართულმა გუნდმა, ”საქართველოს ბანკის” წარმომადგენლებმა მოიპოვეს პირველი ადგილი და ოქროს მედალი. ეს იყო პირველი შემთხვევა ფესტივალის არსებობის 64-წლიან ისტორიაში, როდესაც სცენაზე ქართული დროშა აფრიალდა.