loader

9 მაისს ოპერის თეატრში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი alla KONTRAPUNKT გაიხსნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

9 მაისს ოპერის თეატრში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი alla KONTRAPUNKT გაიხსნება

ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი, 9-დან 15 მაისის ჩათვლით, ორი ავტორის ფესტივალს - alla KONTRAPUNKT გამართავს, რომელიც დმიტრი შოსტაკოვიჩისა და გია ყანჩელის შემოქმედებას წარმოგიდგენთ.

ფესტივალის ფარგლებში, 12 მაისს რუსთაველის თეატრის დიდი დარბაზი მსოფლიო პრემიერას უმასპინძლებს. გია ყანჩელის კინოსა და თეატრისთვის შექმნილ მუსიკას ვიოლინოსა და სიმებისთვის, იტალიელი მევიოლინე ანდრეა კორტესი შეასრულებს.