loader

კომპანია "კოლორპარკმა" ბევრი იმპორტიორი ქვეყანა ჩაანაცვლა და გაფართოებას გეგმავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კომპანია "კოლორპარკმა" ბევრი იმპორტიორი ქვეყანა ჩაანაცვლა და გაფართოებას გეგმავს

კომპანია "კოლორპარკი", რომელიც 2005 წლიდან არის საქართველოს ბაზარზე, გაფართოებას გეგმავს. როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი ჟორჟოლიანი ამბობს, მოხდა კომპანიის ულტრათანამედროვე დანადგარებით აღჭურვა. "ეს არის "hp-ინდიგო 6800", რომლის ანალოგი დსთ-ს ქვეყნებშიც ერთეულებია. შეგვიძლია მოვემსახუროთ ყველა ტიპის ქართულ, და არამხოლოდ ქართულ კომპანიებს ეტიკეტების კუთხით", -  ამბობს ჟორჟოლიანი და დასძენს, რომ "კოლორპარკმა" ძალიან ბევრი იმპორტიორი ქვეყანა ჩაანაცვლა.