loader

მიგიღიათ ოდესმე საჩუქარი თქვენი სახელის გამო? დიახ, ეს შესაძლებელია! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიგიღიათ ოდესმე საჩუქარი თქვენი სახელის გამო? დიახ, ეს შესაძლებელია!

მართლმადიდებლური კალენდრის მიხედვით, აპრილის თვეში ბევრი სახელობითი დღესასწაულია. კომპანია „ნიკორამ“ გადაწყვიტა, ამ სახელობითი დღესასწაულების მიხედვით ეპოვა თავისი ყველაზე აქტიური მომხმარებელი და დაეჯილდოებინა იგი. აღმოჩნდა, რომ აპრილის თვეში არსებულ სხვადასხვა სახელობით დღესასწაულს შორის იყო ირინეობაც. ირინე დანელია კი აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელიც „ნიკორას“ ყველაზე აქტიური მომხმარებელია როგორც ირინეებს, ასევე იმ სხვა სახელებს შორის, რომელთა სახელობითი დღესასწაულიც აპრილის თვეში აღინიშნება.
ირინე დანელია ყვავილების მაღაზიაში მუშაობს. სწორედ მის სამუშაო ადგილას გადაწყვიტა „ნიკორამ“ მისთვის სიურპრიზის გაკეთება. ირინეს დის დახმარებით მოხერხდა ამ ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა ისე, რომ ირინე ვერაფერს მიმხვდარიყო ბოლო წუთებამდე. 29 აპრილს, ირინეობას, "ნიკორა" გადამღებ ჯგუფთან ერთად ირინეს ყვავილების მაღაზიაში მივიდა და მისთვის საყვარელი პროდუქტები და ყვავილები გადასცა საჩუქრად.