loader

"სილქნეტი": "არის მცდელობა, რომ საქართველოში შეიცვალოს მაუწყებლობისა და მაუწყებლობის ტრანზიტის ბიზნესმოდელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სილქნეტი": "არის მცდელობა, რომ საქართველოში შეიცვალოს მაუწყებლობისა და მაუწყებლობის ტრანზიტის ბიზნესმოდელი

ყველა საკაბელო ოპერატორმა მიიღო წერილი შუამავალი კომპანიისგან, რომ ქართული ტელეარხები: "იმედი", "რუსთავი 2", "მაესტრო", GDS, "კომედი არხი", "მარაო" - კომერციულ დისტრიბუციაზე გადადიან. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის მარტის მონაცემებით, საკაბელო ქსელით 500 000 მომხმარებელი სარგებლობს.
"სილქნეტის" პოზიცია ბაზრის ცვლილებებზე გადაცემაში „საქმიანი დილა“ ("ტვ პირველი" 18.05.17) - მაყურებელს გააცნო ილია ენუქაშვილმა - "სილქნეტის" სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსმა: „სილქნეტი" მზად არის მოლაპარაკებებისთვის და იმედს ვიტოვებთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ შორის შედგება ნაყოფიერი და კონსტრუქციული დიალოგი და მივაღწევთ შეთანხმებას, სადაც გათვალისწინებული იქნება როგორც მხარეთა კომერციული, ასევე აბონენტების ინტერესები“.