loader

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, „იავნანას“ ეგიდით, საქველმოქმედო კონცერტს გამართავს პიანისტი დავით ალადაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, „იავნანას“ ეგიდით, საქველმოქმედო კონცერტს გამართავს პიანისტი დავით ალადაშვილი

ფონდი „იავნანა“ უერთდება ანტისტიგმა კამპანიას „დაინახე ყველაფერი“, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის ("იუნისეფის") ინიციატივით მიმდინარეობს ევროკავშირისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით და მიზნად ისახავს საზოგადოების დამოკიდებულების, ქცევის ნორმების შეცვლას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ სტიგმის შემცირებას. 1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, „იავნანას“ ეგიდით, საქველმოქმედო კონცერტს გამართავს პიანისტი დავით ალადაშვილი, რომელიც კამპანიას „დაინახე ყველაფერი“ მიეძღვნება. დავით ალადაშვილი გახლდათ პირველი ქართველი სტუდენტი, რომელიც ფონდ „იავნანას“ ხელშეწყობითა და საქართველოს სახელით, ამერიკის შეერთებული შტატების ცნობილ სასწავლებელ „ჯულიარდში“ ჩაირიცხა 2007 წელს. სულ მოკლე დროში მან სოლო-კონცერტი გამართა კარნეგი ჰოლის სცენაზე. მისი წარმატებული გამოსვლის შესახებ ანიტა რაჭველიშვილთან ერთად მილანის ლა-სკალას სცენაზე, 2016 წელს რამდენიმე რეცენზია გამოაქვეყნა მუსიკალურმა კრიტიკამ. დავით ალადაშვილი მრავალი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატია. მათ შორის, მონაწილეობას იღებდა სალცბურგის მოცარტეუმისა და ლინკოლნ ცენტრის „თეთრი შუქის“ ფესტივალებში. მისი სადებიუტო დისკი, რომელიც 2013 წელს ჩაიწერა - LP Classics label, titled “Opus 13”, "ნიუ-იორკ თაიმსმა" ერთ-ერთ საუკეთესო ახალ ალბომად აღიარა.