loader

ელტონ ჯონი და მისი ბენდი Black Sea Arena-ზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ელტონ ჯონი და მისი ბენდი Black Sea Arena-ზე

ბრიტანელი პოპ და როკ-მუსიკოსის, მომღერლისა და კომპოზიტორის, ლეგენდარული ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტი 16 სექტემბერს Black Sea Arena-ზე გაიმართება.
"გრემის" ჯილდოს ექვსგზის მფლობელი ბრიტანელი მუსიკოსი, 2017 წლის ტურნეს - „Wonderful Crazy Night Tour“-ის ფარგლებში, საქართველოს პირველად ეწვევა. რიგით 33-ე ალბომი „Wonderful Crazy Night“ მუსიკოსმა 2016 წელს გამოუშვა. ალბომში შესულმა ჰიტებმა ბრიტანული ჩარტების მოწინავე პოზიციები სწრაფადვე დაიკავა.
250 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერი და მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარებული 4 000-ზე მეტი წარმოდგენა - 50-წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში ლეგენდარულ ელტონ ჯონს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორისაა "ოსკარი", "ოქროს გლობუსი", 6 "გრემისა" და 4 ბრიტანული მუსიკის ჯილდოები და სხვა. ლეგენდარულმა მომღერალმა მუსიკალური ნაწარმოებები შექმნა როგორც სასცენო წარმოდგენებისთვის, ასევე ცნობილი ფილმებისთვის - The Lion King, Elton John and Tim Rice’s Aida და სხვა.
1996 წელს, ელტონ ჯონს მუსიკალურ ინდუსტრიასა და საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბრიტანეთის იმპერიის კომანდორისა და რაინდის წოდება მიენიჭა.
1980-იანი წლებიდან ელტონ ჯონი აქტიურად მონაწილეობს შიდსთან ბრძოლის კამპანიაში. 1992 წელს მან „ელტონ ჯონის შიდსთან ბრძოლის ფონდიც“ დააარსა.