loader

ჯემ ფესტის სიურპრიზი ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს - გაყიდვაში 3 დღიანი და 1 კვირიანი პასები შემოდის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯემ ფესტის სიურპრიზი ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს - გაყიდვაში 3 დღიანი და 1 კვირიანი პასები შემოდის

ჯემ ფესტის მორიგი სიურპრიზი ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის. 2 ივნისიდან გაყიდვაში 3 დღიანი და 1 კვირიანი პასები შემოდის. სწორედ ამ დღეს, დილის 11 საათიდან მომდევნო 24 საათის განმავლობაში აღნიშნული პასების შეძენას ყველაზე იაფად შეძლებთ. 3 დღიანი საშვის ღირებულება მხოლოდ 2 ივნისს, 1 დღით, 120 ლარი იქნება, ერთკვირიანის ფასი კი, სულ რაღაც 170 ლარი. 24 საათის გასვლის შემდეგ პასების ღირებულება ეტაპობრივად გაიზრდება. 3 Day MultiPass ნიშნავს ულიმიტო წვდომას ფესტივალის ტერიტორიაზე თქვნთვის სასურველ პერიოდში პირველი შესვლიდან შემდეგი 3 დღის განმავლობაში, ერთკვირიანი კი შესვლის წუთიდან 7 დღის განმავლობაში. შეგახსენებთ რომ GEM Fest-ი წელს ყველაზე მასშტაბურ სახეს მიიღებს და ანაკლიაში 14 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. ფესტივალზე 500-ზე მეტი არტისტი დაუკრავს და 3000-მდე ივენთი მოეწყობა. Online ბილეთების შეძენა ფესტივალის ვებ-გვერდზე gemfestival.com, ასევე GEM Fest-ის ოფისში (თბილისი, ფალიაშვილის 17, მეორე სართული), ფილარმონიის სალაროებსა და ბიბლუს გალერეაში (ჭავჭავაძის 7) დილის 10-დან, საღამოს 11-საათამდე იქნება შესაძლებელი.