loader

ყველაზე მხიარული ბავშვთა დაცვის დღე შშმ ბავშვებისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყველაზე მხიარული ბავშვთა დაცვის დღე შშმ ბავშვებისთვის

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშოროსი დღეს ბიბლუს კიდსი, საბავშვო კარუსელი და თბილისის მიკროავტობუსები გაერთიანდა. მათ თბილისის მეორასე სკოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს დიდი დღესასწაული მოაწყვეს.
გასართობი პროგრამით და ბევრი ცეკვით გაამხიარულა ბაშვები ბიბლუს კიდსის ანიმატორმა.
სიმღერების გამოცნობა, კარაოკე და სხვადასხვა თამაშებით იყო პროგრამა დატვირთული. თბილისის მიკროავტობუსის წარმომადგენელმა ლიკა ორჯონიკიძემ მათ საჩუქრები გადასცა.
„თბილისის მიკროავტობუსი, ტრადიციულად ყოველ წელს მეორასე სკოლა პანსიონის ბავშვებს უწყობს დღესასწაულს. დღესაც ასე მოვიქეცით. ბავშვებს გადავეცით კომპანიისგან საჩუქრები და ძალიან ბედნიერები ვართ ამ ბავშვების მხიარული სახეების ყურებით,“-ლიკა ორჯონიკიძე .
„დღეს ბიბლუსი კიდსი გახდა 2 წლის , ყველა ჩვენს ერთგულ მომხმარებელს ვულოცავთ ამ დღეს. პატარებს კი ვულოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ბიბლუსი კიდსი მასპინძლობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. ერთ ლამაზ და გამორჩეულ დღეს ჩუქნის ჩვენს პატარებს. „- ბიბლუსი კიდსის მენეჯერი.
„ საბავშო კარუსელი“ გრძნობს სოციალურ პასუხისმგებლობას სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების წინაშე. ბიბლუსი კიდსში მოაწყო შესანიშნავი დღე, გადაეცათ მათ ჟურნალის ნომრები და საჩუქრები. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება ამ ბავშვებისთვის გაგველამაზებინა პირველი ივნისი.“ -ნინო პოტრჟებსკაია, საბავშვო კარუსელის ბრენდ მენეჯერი.