loader

მეგრელისა და კახელის დამეგობრების ისტორია და პიკნიკი ნანუკა გულუასთან ერთად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეგრელისა და კახელის დამეგობრების ისტორია და პიკნიკი ნანუკა გულუასთან ერთად

ზაფხულის დადგომასთან ერთად პიკნიკზე წასვლის სურვილი ყველას უმძაფრდება. მწვანე გარემოში გასვლა კი, განსაკუთრებული იქნება, თუ საყვარელი ადამიანი დაგპატიჟებს. ამ სურვილის ასრულების შესაძლებლობა მომხმარებლებს კომპანია ”სლობოდამ” შესთავაზა. სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვიდეო, რომელზე დაკომენტარებითაც ნებისმიერ მსურველს მათთვის საყვარელ მსახიობთან ნანუკა გულუასთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნებოდათ.


გამოხმაურება საკმაოდ დიდი იყო. დაიწერა უამრავი თბილი კომენტარი, ნანუკასთან შეხვედრა უამრავი ადამინის სურვილი აღმოჩნდა. ”სლობოდას” კამპანიის ახალი სახე ნანუკა პირადად კითხულობდა, ეცნობოდა და ირჩევდა ფავორიტებს. საბოლოოდ, სამი იღბლიანი გამარჯვებული დიკო ბენაშვილი, თეონა გიგიბერია და სალომე ქემოკლიძე გამოავლინა და პიკნიკზე დაპატიჟა.
”იმდენად საინტერესო, თბილი და სახალისო კომენტარები იყო, რომ ძალიან გამიჭირდა გამარჯვებულების გამოვლენა. წესების თანახმად, არასრულწლოვნების წაყვანა არ შემეძლო, რამაც მსურველების რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირა. ძალიან მინდოდა, ერთი გამარჯვებული მეგრული კომენტარის ავტორი ყოფილიყო და ასეც მოხდა. მეორე იყო კახელი გოგონა, რომელმაც სკოლის გამოსაშვები გამოცდები ჩააბარა და ამის აღნიშვნა ჩემთან შეხვედრით უნდოდა. მესამე გამარჯვებულს კი სოციალურ ქსელში მიმოწერით ვიცნობდი და მისი პოზიტიური დამოკიდებულება ჩემდამი კომენტარშიც გაგრძელდა. საბოლოოდ მშვენიერი სამეული შევარჩიე. ძალიან კარგი დრო გავატარეთ. გავცვალეთ კონტაქტები და მეგობრობას აუცილებლად გავარგძელებთ. ”სლობოდასთან” ერთად კი კიდევ ვგეგმავთ ძალიან საინტერესო აქტივობებს. წინ კიდევ ბევრი აქცია და სიურპირიზი გველოდება, რომელშიც ჩართვის საშუალებაც ასევე ექნებათ მსურველებს,” - განმარტავს ნანუკა გულუა.

გოგონების მოსვლამდე, ნანუკამ რომელიც ისეთივე ნიჭიერი დიასახლისი და მზარეულია, როგორც მსახიობი, თავად მოამზადა საპიკნიკე გემრიელობები, სამი სოუსი მაიონეზით: 1. ტარტარ სოუსი - ბოსტნეულით, გამოიყენა სამარხვო, დაბალკალორიული მაიონეზი "სლობოდა"; 2. ფრანგული სოუსი - მწარე ჩიფსებისთვის ან პურის ჩხირებისთვის - გამოიყენა "სლობოდა პროვანსალი” და 3. მთავარი და ყველაზე მსუყე სოუსი - "კოქტეილი" სენდვიჩებისა და ბურგერებისთვის - გამოიყენა "სლობოდა ოლივკოვი"
ნანუკა გოგონებს უკვე მომზადებული დახვდა, გამარჯვებულების მოსვლის და ემოციური შეხვედრის შემდეგ სუფრის გაშლის პროცესში მან გოგონებიც ჩართო, ერთს სენდვიჩები მოამზადებინა, მეორეს - ლიმონათი, მესამეს დახმარება სთხოვა.
საბოლოოდ ულამაზესი და უგემრიელესი პიკნიკის სუფრა გაიშალა და ნანუკას გემრიელიობები ერთად დააგემოვნეს. საყვარელ მსახიობს პირისპირ კითხებიც დაუსვეს და გულითადი, გულღია პასუხებიც მოისმინეს.
ძალიან საინტერესოა გოგონების შთაბეჭდილებები და ემოციები, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას დიდ ხანს სასიამოვნოდ გაყვება.

თეონა გიგიბერია, 30 წლის, ექიმი რადიოლოგი: ”ვიდეოზე მეგრული კომენტარი დავტოვე. ვეცადე, რომ ცოტა სასაცილო ყოფილიყო. დასვენების დღეები იშვიათად მაქვს და სწორედ ამას შეეხებოდა ჩემი კომენტარიც. ვწერდი, რომ ჩემთვის ერთადერთი შანსი, რომ დასვენების დღე მქონოდა, ნანუკასთან პიკნიკი იყო. რეალურად ეს ჩემთვის კარგი შანსი იყო, რომ თან ნანუკა გამეცნო და თან კარგად დამესვენა. მართლაც წარმოუდგენლად კარგი დრო გავატარე. ვხუმრობდით, ნეტა აქამდეც ხომ არ ვიცნობდით ერთმანეთსო, იმდენად კარგად გავუგეთ ერთმანეთს და იმდენად დავმეგობრიდით. არაჩვეულებრივი კერძები გაგვიმზადა ნანუკამ. ”სლობოდასგანაც” მშვენიერი საჩუქრები დავიმსახურეთ.”

სალომე ქემოკლიძე, 27 წლის: ”ჩემი კომენტარი შეეხებოდა იმას, თუ როგორ მიყვარს ნანუკა. ვწერდი, რომ მე უნდა წავეყვანე, რადგან ყოველ დღე ვკითხულობდი მის ინტერვიუებს, ვუყურებდი სატელევიზიო გამოსვლებს და მინდოდა, რეალურად გამეცნო. ასეც მოხდა. ძალიან სასიამოვნო დრო გავატარეთ. ნანუკა, როგორი კარგი გოგოც ჩანს ტელევიზიიდან, ისეთივე კარგი აღმოჩნდა რეალურადაც. უგემრიელესი კერძები დაგვახვედრა. ჩვენც ჩავერთეთ სამზადისში და სენდვიჩები გავაკეთეთ.”
დიკო ბენაშვილი, 19 წლის, აბიტურიენტი: ”რამდენჯერმე ვნახე ვიდეო, მაგრამ დაკომენტარებისგან თავს ვიკავებდი. სულ ვფიქრობდი, რომ ასეთ შეხვედრებს მხოლოდ ნაცნობებს უწყობენ. თუმცა ნანუკა იმდენად მიყვარს, რომ საბოლოოდ მაინც გადავწყვიტე, მიმეწერა. აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი და ნანუკამ სწორედ მე ამირჩია. კომენტარში ვწერდი: არაფრის მთქმელი სიტყვების ნაცვლად, უბრალოდ ძალიან მიყვარხარ და მინდა შენთან შეხვედრა. იმედი ბოლოს კვდება. ტყუილია, რომ კახელები და მეგრელები ერთმანეთს ვერ უგებენ.” ყოველდღე ვამოწმებდი და ველოდი, როდის გამოავლენდნენ გამარჯვებულებს. საბოლოოდ ძალიან კარგი პიკნიკი გამოვიდა. ნანუკა ძალიან გვეხმარებოდა, რომ დაძაბულობისგან გავთავისუფლებულიყავით და მაქსიმალური სიამოვნება მიგვეღო.”

განსაკუთრებული პიკნიკი დაუვიწყარი მოგონებებით დასრულდა. გაზაფხული-ზაფხულის სახალისო კამპანია "სლობოდასგან" ნანუკა გულუასთან ერთად კი გრძელდება. შემდეგი აქცია დედაქალაქს გასცდება. ნანუკა გეზს საყვარელი ზუგდიდისკენ და ზუგდიდელებისკენ აიღებს. ამ აქციაში ჩართვის შესაძლებლობაც, რა თქმა უნდა, ყველა მსურველს ექნება.