loader

საწვავი ”გალფისგან”, რომელშიც გოგირდის შემცველობა ევრო 5-ის სტანდარტზე უფრო დაბალია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საწვავი ”გალფისგან”, რომელშიც გოგირდის შემცველობა ევრო 5-ის სტანდარტზე უფრო დაბალია

OMV-ის საწვავი, საწვავის კვლევის გასაჯაროებული შედეგები, ახალი სარეკლამო სახე - ზაზა ფაჩულია, აქცია ”გადმოდი გალფზე” და მობილური აპლიკაცია საწვავის მოხმარების ისტორიით - ესაა სიახლეები, რომლებიც ”გალფმა” საკუთარ მომხმარებელს შესთავაზა. ”გალფი” თანამშრომლობას იწყებს ავსტრიულ ნავთობგიგანტთან და ქსელში მომხმარებელს OMV-ის მიერ მოწოდებულ ევრო 5-ის სტანდარტის საწვავს შესთავაზებს. OMV-ის საწავავის რეალიზაციის დაწყება კომპანიამ ახალი აქციით დაიწყო. მოწოდებით - ”გადმოდი გალფზე” კომპანია მომხმარებელს ხარისხიანი საწვავის არჩევას სთავაზობს და Gulf Club-ის ყოველ ახალ წევრს საჩუქრად 10 ლარის საწვავს ჰპირდება. "გალფის” ახალი ევრო 5-ის სტანდარტის საწვავის ხარისხის კამპანიას მსოფლიოში აღიარებული კალათბურთელი ზაზა ფაჩულია დაუჭერს მხარს.
კომპანია საკუთარი საწვავის კვლევის შედეგებსაც ასაჯაროებს. ქართულ ბაზარზე ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ნავთობკომპანია საწვავის კვლევის შედეგებს ფართო საზოგადოებას წარუდგენს. კვლევა ჩატარებულია საერთაშორისო კვლევით კომპანია SGS-ში, რომლის ლაბორატორიაც მსოფლიო ათეულში შედის. ზოგადად, საწვავის შემადგენლობაში უმნიშვნელოვანესი პარამეტრია გოგირდის შემცველობა. რაც უფრო ნაკლებია გოგირდი, მით უფრო ნაკლებად მავნებელია გამონაბოლქვი გარემოსთვის. სწორედ ამიტომ ევროპაში 2009 წლიდან მუშაობს უმაღლესი სტანდარტი - ევრო 5, რომელიც საწვავში გოგირდის შემცველობის ლიმიტებს აკონტროლებს.