loader

ინოვაცია დასაქმების ქართულ ბაზარზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინოვაცია დასაქმების ქართულ ბაზარზე

ვიდეოვაკანსია - ინოვაცია, რომელიც ქართულ ბაზარზე ინერგება, დასაქმების პროცესს გაამარტივებს როგორც სამსახურის მაძიებლისთვის, ისე დამსაქმებლისთვის. ინოვაციის ავტორი ”პალიტრა მედია ჰოლდინგია“. 
ვიდეოვაკანსიაში მსგავს პოზიციაზე უკვე დასაქმებული ადამიანები აღწერენ სამსახურის სპეციფიკას, მის დადებით და უარყოფით მხარეებს, საჭირო ცოდნასა და უნარებს. სწორი მესიჯების მიღების შედეგად ადამიანი უკეთ გააცნობიერებს, როგორ და რა პირობებში მოუწევს მას მუშაობა დასაქმების შემთხვევაში და დამსაქმებელიც უფრო ჩამოყალიბებულ და საქმეზე კონცენტრირებულ კადრს მიიღებს.
”ვიდეოვაკანსია ახალი თანამშრომლის აყვანის ძალიან საინტერესო გზაა. ადამიანის ცხოვრებაში ახალი სამსახური ცხოვრების ახალი ეტაპია. ვიდეოვაკანსიის მეშვეობით კი კანდიდატი სამსახურში მოსვლამდე უკეთესად გაიცნობს სამუშაო გარემოს და იმ ადამიანებს, რომლებიც იქ დახვდებიან. ამით პოტენციურ დასაქმებულებს კომპანიამდე მოსასვლელი გზა უმარტივდებათ. ვფიქრობ, რომ ვიდეოვაკანსიით დასაქმების უამრავი მსურველი დაინტერესდება. აქ აღარ იქნება ის ბუნდოვანება, რომელიც სტანდარტულ წერილობით ვაკანსიას ახლავს, რადგან მომავალი სამუშაო გარემო, პირობები და გუნდი უფრო აღქმადი იქნება”, - განმარტავს "პალიტრა მედია ჰოლდინგის“ ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი ნინო ფეიქრიშვილი.
,,პალიტრა მედია ჰოლდინგი’’ აერთიანებს 3 პერიოდულ გაზეთს, 14 პერიოდულ ჟურნალს, 20-ზე მეტ ინტერნეტპორტალს, რადიოს, ტელევიზიას, საინფორმაციო სააგენტოს და ლიტერატურის საგამომცემლო სახლს. "პალიტრა მედია ჰოლდინგის" შემადგენლობაშია წიგნის მაღაზიათა ქსელი ”ბიბლუსი”, ასევე, მულტიპროფილური მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი სტამბა. ჰოლდინგში გაერთიანებულია სარეკლამო, ინტერნეტკომერციისა და ვებგანვითარების კომპანიები.