loader

"ჯუნიორ NBA-GBF ლიგა - ყველაზე მასშტაბური საკალათბურთო პროექტის ფინალის ვიდეო" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჯუნიორ NBA-GBF ლიგა - ყველაზე მასშტაბური საკალათბურთო პროექტის ფინალის ვიდეო"

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში ყველაზე მასშტაბური პროექტი JR.NBA-GBF ლიგა ჩატარდა.
„ჯუნიორ NBA-GBF ლიგის“ ჩემპიონი ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი გახდა, რომელიც ტურნირში „ჩიკაგო ბულსის“ სახელით ასპარეზობდა. „ზაზას აკადემიამ“ საჩემპიონო მატჩში „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ სახელით მოასპარეზე „ქუთაისი“ დაამარცხა და დაჯილდოების ცერემონიალის ბოლოს საჩემპიონო თასი ნბა-ს საპატიო ელჩისგან – ცნობილი სლოვენიელი კალათბურთელისგან – მარკო მილიჩისგან ჩაიბარა.
JR.NBA-GBF ლიგა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ამერიკის საელჩოსა და კალათბურთის რეგიონალური ფედერაციების მხარდაჭერით წელს უკვე მეორედ ჩატარდა და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტი ბავშვი ჩაერთო.