loader

მზე, გართობა და ბევრი საჩუქარი HOTSALE.GE-სგან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მზე, გართობა და ბევრი საჩუქარი HOTSALE.GE-სგან

28 ივლისს ოლიმპიურ აუზზე დამსვენებლებისთვის დიდი შეჯიბრი მოეწყო, რომლის ორგანიზატორიც "ჰოთსეილი" და ოლიმპიური აუზი იყო. „მხიარულ თამაშები“ ხუთი ეტაპისგან შედგებოდა და მასში ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება.
თამაშები იყო როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური ხასიათის. სულ „მხიარულ თამაშებში“ ათმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. მათგან 3 გამარჯვებულ გუნდს წამახალისებელი ჯილდოები გადაეცათ ღონისძიების ორგანიზატორებისგან.
პირველ ადგილზე გასულ გუნდს ოლიმპიური აუზისგან ერთთვიანი აბონემენტი გადაეცა.
მეორე ადგილზე გასულებს Beauty Line-ისგან შვედური მასაჟის პროცედურა, ჰიდრომასაჟი და სკრაბინგი+30-წუთიანი სოლარიუმის აბონემენტი გადაეცათ.
მესამე ადგილზე გასულმა გუნდმა ოლიმპიური აუზისგან ერთჯერადი ვიზიტი, ხოლო სალონ „ვიზუალისგან“ ორი 50-ლარიანი სოლარიუმის აბონემენტი მიიღო საჩუქრად.
HOTSALE.GE მომავალშიც გეგმავს მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებას.