loader

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამაზე სწავლა წელს პირველად დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამაზე სწავლა წელს პირველად დაიწყო

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა დაიწყო. უნივერსიტეტმა წელს პირველად მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე 20 სტუდენტი, ხოლო უკვე მეოთხედ, სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსების მიმართულებით - 48 სტუდენტი.

საბაკალავრო პროგრამა სამაგისტრო პროგრამის საფუძველზე შეიქმნა, რომელიც ფინანსების შესწავლით დაინტერესებულ სტუდენტებს საუკეთესო განათლების მიღების საშუალებას სთავზობს. საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა 70%-მა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა, ხოლო უნივერსიტეტის სტუდენტების საუკეთესო 10% პროგრამებზე უფასოდ ისწავლის.

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს სთავაზობს: კარიერული წინსვლისა და უკეთესი პირობებით დასაქმების ხელშეწყობას, პრაქტიკისა და თეორიის საუკეთესო ბალანსს, წარმატებულ ადამიანებთან კონტაქტების დამყარებას, დასავლური განათლების მიების საშუალებას საქართველოში, სრული დაფინანსების შესაძლებლობასა და გადახდის მოქნილ სტრუქტურას.