loader

აჭარაში სერვისის გასაუმჯობესებლად ტრენინგები გრძელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აჭარაში სერვისის გასაუმჯობესებლად ტრენინგები გრძელდება

რეგიონში სერვისის გასაუმჯობესებლად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს ტრენინგებსა და კონსულტაციებს. ამჯერად, ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში ტრენინგები მიმტანებსა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს უტარდებათ. რეგიონში მოქმედი გამოცდილი პრაქტიკოსი ტრენერები კოლეგებს სტუმრის მომსახურებისა და მაღალი სერვისის შეთავაზების საერთაშორისო სტანდარტებს აცნობენ.

წელს, ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში, მთიან აჭარასა და ბათუმში ტურიზმში დასაქმებული 307 ადამიანი გადამზადდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა მომსახურების სტანდარტები, სურსათის უვნებლობა, დასუფთავება, პიარი და რეკლამა, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები.